ინკოტერმსი

0

ინკოტერმსი

საერთაშორისო კომერციული ტერმინები და ინკოტერმსის წესები, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ მიერ, ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესებით გათვალისწინებულია სავაჭრო ტერმინები, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას.მათ იყენებენ მყიდველსა და გამყიდველს შორის გარიგების ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გასაზიარებლად და თანამედროვე ტრანსპორტირების პრაქტიკის ასასახად. ისინი მჭიდროდ შეესაბამება აშშ-ს კონვენციას საქონლის საერთაშორისო გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესახებ. პირველი ვერსია დაინერგა 1936 წელს, ხოლო დღემდე 2000 წლიდან.

 

ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული INCOTERMS პირობა:

 

E-ტერმინი - გადაცემის ტერმინი

EXW (ex works) ქარხნიდან

ეს ინკოტერმსი მინიმალურად ამცირებს გამყიდველის ვალდებულებებს, მაშინ როცა მთელი პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადასატანად ეკისრება მყიდველს. გამყიდველი მოვალეა დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში და პასუხს აგებს მყიდველის წინაშე, არასწორი დატვირთვის გამო. მყიდველს ეკისრება ყველა რისკი და ხარჯი საქონლის შენობიდან დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის.

 

F-ტერმინი - ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი არ იხდის

FCA (free carrier) თავისუფალი ექსპედიტორამდე მიტანიდან

გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.

FAS (free alongside ship) თავისუფალი პორტში მიტანიდან

FOB (free on board) თავისუფალია გემბანის ბორტზე დადებიდან

გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

 

C-ტერმინი - ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი იხდის

CFR (cost and freight) ხარჯები და ფრახტი

გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

CIF (cost, insurance, freight) ხარჯები, დაზღვევა და ფრახტი

მოცემული ტერმინის შემთხვევაში გამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

CPT (carriage paid to ...) ფრახტისგან თავისუფალი

გამყიდველი იხდის ფრახტს საქონლის დასახელებულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის. ტვირთის შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს იმ მომენტიდან, როდესაც იგი საქონელს გადამტანს ჩააბარებს. საქონელს ექსპორტისათვის ამზადებს გამყიდველი.

CIP (carriage and insurance paid to ...)

მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.

 

D-ტერმინი - მიტანის ტერმინი

DAF (delivered at frontier)

გამყიდველი ასრულებს ტვირთის ჩატანის ვალდებულებას, როდესაც იგი ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს საზღვართან დასახლებულ პუნქტსა თუ ადგილში ათავსებს - მიმდებარე ქვეყნის საბაჟომდე.

DAT (delivered at terminal) გადაზიდვა ტერმინალზე

გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის ტერმინალამდე გადაზიდვისთვის, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება იმპორტის ანგარიშწორებას და კისრულობს ყველანაირ რისკს ტვირთის ტერმინალში დაცლამდე

DAP (delivered at place) მიტანის ადგილი

მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის გადაზიდვის გადასახადს მითითებულ ადგილამდე, გარდა საფასურს დაკავშირებულს იმპორტის ანგარიშსწორებისა, პასუხისმგებლობაში იღებს ყველა რისკს მანამდე სანამ ტვირთს არ გადმოტვირთავს მყიდველი.

DES (delivered ex ship)

გამყიდველი ასრულებს ტვირთის მიწოდების ვალდებულებას. ამ დროს იგი იმპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველს დანიშნულების პორტში გემბანზე აწვდის. მოცემულ პორტამდესაქონლის მიწოდების რისკი და ხარჯები გამყიდველს ეკისრება

DES ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

DEQ (delivered ex quay)

გამყიდველის მოვალეობა ჩაიტანოს საქონელი შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტისათვის მომზადებული საქონლით დანიშნულების პორტის სანაპიროზე. საქონლის მოცემულ ადგილამდე მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი (გადასახადები და ა.შ.) და ნივთის დაღუპვის ან განადგურების რისკი უნდა იკისროს გამყიდველმა.

აღნიშნული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

DDU (delivered duty unpaid) მიწოდება განბაჟებამდე

გამყიდველის მიერ ტვირთის მიწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტირების ქვეყანაში საქონლის დანიშნულების ადგილას მიტანას. საქონლის დანიშნულ ადგილას მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი, რისკი, ღირებულება (გარდა საბაჟო გადასახადებისა და სხვა ხარჯებისა რაც აუცილებელია იმპორტირებისათვის) უნდა იკისროს გამყიდველმა. თუ მყიდველმა ვერ მოამზადა საქონელი იმპორტისათვის, მან უნდა იკისროს აქედან გამომდინარე დამატებითი ხარჯები.

DDP (delivered duty paid) მიწოდება განბაჟებით

გამყიდველის მოვალეობა, მიაწოდოს ტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას - იმპორტირების ქვეყანაში. მოცემულ ადგილას მიტანამდე საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკი, აგრეთვე ყველა ხარჯი და გადასახადი, ეკისრება გამყიდველს.